სიახლეები უკან

საჯარო ლექცია ,,სვეტიცხოვლის სამი იპოსტასი“

12 ოქტომბერი 2023
2023 წლის 12 ოქტომბერს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა პროფესორ ნაირა ტაბიძის საჯარო ლექცია ,,სვეტიცხოვლის სამი იპოსტასი“, რომელიც სვეტიცხოვლობის დღესასწაულს მიეძღვნა. პროფესორმა ნაირა ტაბიძემ ისაუბრა საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების ისტორიაზე, სვეტიცხოვლის აღმშენებლებზე, ტაძრის ისტორიულ, სახელმწიფოებრივ და სულიერ დატვირთვასა და მნიშვნელობაზე. ლექციის დასასრულს გაიმართა დისკუსია სტუდენტებთან.