სიახლეები უკან

საჯარო ლექცია: თავისუფალი ეკონომიკური ზონა ბათუმში 1878-1886

3 ივნისი 2025

2025 წლის 2 ივნისს, ბნსუ-ში გაიმართა საჯარო ლექცია: „თავისუფალი ეკონომიკური ზონა ბათუმში 1878-1886“. ლექცია ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელმა, ისტორიის დოქტორმა, ალექსანდრე ჩხაიძემ ჩაატარა.

მომხსენებელმა ისაუბრა ქალაქ ბათუმში, თურქთა ბატონობის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე, თავისუფალი ეკონომიკური ზონის არსზე და განმარტა, თუ რატომ გამოცხადდა ჩვენი ქალაქი პორტო-ფრანკოდ. განხილულ იქნა ამ მოდელის დადებითი და უარყოფითი მხარეები, ასევე ის ბიზნეს სუბიექტები და პიროვნებები, რომელთაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ამ პროცესში.