საერთაშორისო კონფერენცია კიევში

„ეკონომიკის თანამედროვე პრობლემები“ - ასე ჰქვია საერთაშორისო სამეცნიერო -პრაქტიკულ კონფერენციას, რომელიც კიევის ავიაციის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება. ღონისძიება 16 ოქტომბერსაა ჩანიშნული და მისი თანაორგანიზატორი სხვა ქართულ უმაღლეს საგანმანთლებლო დაწესებულებებთან ერთად ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტია.
კონფერენციას სამუშაო თემებია: ეკონომიკა და ბიზნესი
ინფორმაციულ- ციფრული ეკონომიკა,
ადამიანური რესურსების ეკონომიკა და ბიზნესის სფეროში სოციალურ-შრომითი ადაპტაცია
ბიზნეს პროცესების მართვა ავიაციის განვითარებისთვის
უნივერსიტეტის ეკონომიკური განვითარების საფუძვლები
სამუშაო ენები : უკრაინული და ინგლისური.
კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა მოხსენების თეზისების გაგზავნა აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე: kaf_econ_business_technolog@ukr.net
კონფერენციის ჩატარება იმ მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმა, რომელიც ბნსუ-სა და კიევის ავიაციის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა.
