საერთაშორისო კონფერენცია „ტურიზმი, ტრანსპორტი და ლოგისტიკა“
16 ოქტომბერი 2019

„ტურიზმი, ტრანსპორტი და ლოგისტიკა"- საერთაშორისო კონფერენციაში ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი წარსდგა.
თემაზე ,,საზღვაო გადაზიდვების წვლილი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში“- მოხსენება ასისტენტ- პროფესორმა გიორგი გაბედავამ წარადგინა.
კონფერენცია შვეიცარიის ქალაქ ციურიხში მიმდინარეობს. ღონისძიება 2 დღიანია და ხვალ დასრულდება.ორგანიზატორი ინჟინრებისა და მეცნიერების ინსტიტუტია.
კონფერენციაში მონაწილეობა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დააფინანსა „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ფარგლებში.

