სიახლეები უკან

საერთაშორისო კვლევით პარტნიორებთან თანამშრომლობის შესაძლებლობების გაცნობა

14 აპრილი 2025

2025 წლის 14 აპრილს, ბნსუ-ში ჩატარდა შეხვედრა სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის, სადაც წარმოდგენილი იყო იდენტიფიცირებული საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტები და გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმები.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ერთობლივი კვლევითი აქტივობების, აკადემიური გაცვლებისა და საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობები. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია პარტნიორებთან თანამშრომლობის პრაქტიკულ მექანიზმებზე.

შეხვედრამ ხელი შეუწყო ინტერესის ზრდას საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში ინტეგრაციის მიმართ. აღნიშნული აქტივობა ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებას.