საერთაშორისო მობილობა კორეის საზღვაო და საოკეანო უნივერსიტეტში
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საზღვაო ნავიგაციის მესამე კურსის სტუდენტები გიორგი ჯინჭარაძე და გიორგი შუშაძე სწავლას კორეის საზღვაო და საოკეანო უნივერსიტეტში ინუვერსიტეტის საზღვაო ფაკულტეტზე გააგრძელებს.
სტუდენტები კორეის საზღვაო და საოკეანო უნივერსიტეტში 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის განმვალობაში ისწავლის.
აღნიშნული მობილობა სრულად დაფინანსებულია სამხრეთ კორეის რესპუბლიკის ოკეანისა და მეთევზეობის სამინისტროს მიერ.
კორეის საზღვაო და საოკეანო უნივერსიტეტი არის სამხრეთ კორეის ყველაზე პრესტიჟული ეროვნული უნივერსიტეტი საზღვაო კვლევებისთვის, სატრანსპორტო მეცნიერებისა და ინჟინერიისთვის. ის მდებარეობს ბუსანში.
კორეის საზღვაო და საოკეანო უნივერსიტეტი ბნსუ-ს პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა.
