საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლა-სწავლებისთვის“ 05.10.2020
5 ოქტომბერი 2020

მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი დაესწრო საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლა-სწავლებისთვის“.

კონფერენციაზე მოხსენებები წარმოადგინენ, როგორც მოწვეულმა სტუმრებმა წამყვანი ევროპული უნივერსიტეტებიდან, ასევე ქართველმა კოლეგებმა. მოხსენებების თემატიკა მოიცავდა ისეთ აქტუალურ საკითხს, როგორიც არის უმაღლესი განათლება და აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვა, როგორც ტრადიციულ სასწავლო გარემოში, ასევე, სრულად დისტანციური სწავლების დროს.

კონფერენცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა და ის ევროკავშირის მიერ 2017 წელს დაფინანსებული ინსტიტუციური განვითარების პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლა-სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებეში (INTEGRITY)“ ფარგლებში მოეწყო.