სიახლეები უკან

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

3 მაისი 2018

32954251_10212457717504678_9212238498076033024_n.jpg

 

2018 წლის 24-28 აპრილს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის თანაორგანიზატორობით, გაიმართა მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ,,უკრაინა - ევროკავშირი. თანამედროვე ტექნოლოგიები, ეკონომიკა და სამართალი“. კონფერენციის სესიები გაიმართა ქალაქ ტრენჩინში (სლოვაკეთი) და ქალაქ კრომერშიშჟი (ჩეხეთი). ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეთან ერთად, კონფერენციის ორგანიზატორები და მონაწილეები იყვნენ: უკრაინის განათლებისა და მენიერების სამინისტრო, ჩერნიგოვის ეროვნული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (უკრაინა), უკრაინის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის დემოგრაფიისა და სოციალური კვლევების ინსტიტუტი, უკრაინის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის განვითარების ინდუსტრიულ პრობლემათა კვლევის ინსტიტუტი, ივანი-ფრანკოვსკის ნავთობისა და გაზის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტი (უკრაინა), საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,ევროპული ჩერნიგოვი“  (უკრაინა), მიხაილ ბალუდიანსკის აკადემიური საზოგადოება (სლოვაკეთს რესპუბლიკა), კოშიცეს ტექნიკური უნივერსიტეტი (სლოვაკეთის რესპუბლიკა), ცნეტრალური ევროპის უნივესიტეტი (სლოვაკეთის რესპუბლიკა), ალექსანდრე დუჩეკის უნივერსიტეტი ტრენჩინში (სლოვაკეთის რესპუბლიკა), ლოდზის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (პოლონეთი), დ. ა. ცენოვის სახელობის მეურნეობის აკადემია (ბულგარეთი), დოქტორიან-ურბანსანდალის სახელობის ინსტიტუტი (ნორვეგია), ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (სქართველო),  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო), ევროპის უნივერსიტეტი (საქართველო), ბაქოს სლავური უნივესიტეტი (აზერბაიჯანი), კონფერენციის როგორც საორგანიზაციო, ისე სამიშაო ნაწილში მონაწილეობა მიიღეს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორებმა.