საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: “მდგრადი სატრანსპორტო სისტემა და საზღვაო ლოგისტიკა“ ISTSML2021 25.06.2021

მიმდინარე წლის 24 ივნისს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერიტეტში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: “მდგრადი სატრანსპორტო სისტემა და საზღვაო ლოგისტიკა“ ISTSML2021.
კონფერენცია ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა.
კონფერენცია მიზნად ისახავდა მდგრადი სატრანსპორტო სისტემისა და საზღვაო ლოგისტიკის სფეროს აქტუალური საკითხების განხილვას და უახლესი მიღწევების ანალიზს, სამეცნიერო დებატებსა და იდეათა ურთიერგაცვლას.
აღნიშნული კონფერენცია ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, რიგის ინფორმაციული სისტემებისა და მენეჯმენტის უნივერსიტეტის, საერთაშორისო ევროპული უნივერსიტეტის, ეკონომიკური კვლევების ეროვნული ინსტიტუტის, ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის თანაორგანიზებით გაიმართა.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ კოლეგები საქართველოს უნივერსიტეტებიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ჰონგ კონგიდან, ინდონეზიიდან, ლატვიიდან, ესტონეთიდან, ბულგარეთიდან, უკრაინიდან.
კონფერენცია განკუთვნილი იყო მკვლევარებისა და აკადემიური სფეროს,აგრეთვე პრაქტიკოსი სპეციალისტებისათვის.

