სიახლეები უკან

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

11 ნოემბერი 2022

2022 წლის 11 ნოემბერს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მეორე მოადგილემ გიორგი გაბედავამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში.

გიორგი გაბედავამ კონფერენციაზე წარადგინა სამეცნიერო ნაშრომი „A turning Point in Maritime Shipping: The Era of Automated Ships“.

კონფერენციის ორგანიზატორების მიერ დაწესებულ საპრიზო კატეგორიაში მოხსენებამ ქალაქ მოკპოს (სამხრეთ კორეა) მერის პრიზი მოიპოვა და მოხსენება საუკეთესოდ დასახელდა.

საერთაშორისო კონფერენცია აზიის საზღვაო და მეთევზეობის უნივერსიტეტების 20-ე ფორუმის ფარგლებში გაიმართა და მას მოკპოს ეროვნული საზღვაო უნივერსიტეტი მასპინძლობდა.