საერთაშორისო სამეცნიერო, რეცენზირებადი ჟურნალი „ინოვაციური ეკონომიკა და მართვა“ აცხადებს სტატიების მიღებას 2023 წლის პირველ ნომერში.
საერთაშორისო სამეცნიერო, რეცენზირებადი ჟურნალი „ინოვაციური ეკონომიკა და მართვა“ აცხადებს სტატიების მიღებას 2023 წლის პირველ ნომერში.
სტატიების გამოგზავნა შეგიძლიათ 2023 წლის 31 მარტამდე, შემდეგ მისამართზე: editor@iem.ge .
სტატია შესრულებული უნდა იყოს ქართულ ან ინგლისურ ენაზე. დეტალური ინფორმაცია სტატიის გაფორმების წესების შესახებ გთხოვთ იხილოთ შემდეგ მისამართზე: https://iem.ge/ojs/index.php/journal/about/submissions
ჟურნალში სტატიების გამოქვეყნება შესაძლებელია შემდეგი მიმართულებებით:
- გლობალური ეკონომიკის თანმდევი პრობლემები;
- რეგიონული ეკონომიკის პრობლემები;
- ინოვაციური ეკონომიკა და მართვა;
- ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების როლი ინოვაციური ეკონომიკის განვითარებაში;
- ეკონომიკური უსაფრთხოება;
- ციფრული ეკონომიკის განვითარების მიმართულებები;
- დემოგრაფიული და შრომის ეკონომიკის პრობლემები;
- ლოჯისტიკა და მართვა;
- მწვანე და ცირკულარული ეკონომიკა;
- რესურსების მდგრადი მართვა;
- განახლებადი ენერგიების როლი ეკონომიკურ განვითარებაში;
- ადამიანური რესურსების მართვა;
- გენდერული საკითხები და ეკონომიკური განვითარება;
- რისკების მენეჯმენტი;
- ინვესტიციების მენეჯმენტი;
- საბიუჯეტო და ფისკალური პოლიტიკა;
- საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები;
სხვა ინტერდისციპლინარული კვლევები თანამედროვე ეკონომიკურ საკითხებში.
ჟურნალში გამოსაქვეყნებლად მიღებულ თითოეულ სტატიას მიენიჭება უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი (DOI).
შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ მოგვმართოთ: https://iem.ge/ojs/index.php/journal/Contacts
