სიახლეები უკან

საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

9 დეკემბერი 2025

2025 წლის 8 დეკემბერს, ბნუ-ს სტუდენტები ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში იმყოფებოდნენ, სადაც საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ.

სტუდენტებმა დაათვალიერეს ავიაციის თემატური ექსპონატები, გაეცნენ საჰაერო ტრანსპორტის განვითარების ისტორიას, მის გავლენას თანამედროვე სამყაროზე და საინტერესო ფაქტებს საჰაერო ტრანსპორტის შესახებ.

ფოტოების წყარო: ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმი