საერთაშორისო საზღვაო ფორუმი
5 სექტემბერი 2018

2018 წლის 12-14 სექტემბერს, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო საზღვაო ფორუმში '‘Georgia International Maritime Forum 2018'’, რომელიც საქართველოს მთავრობის ინიციატივით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის პატრონაჟითა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ორგანიზებით, ქალაქ ბათუმში მეორედ გაიმართება.
გაიგეთ მეტი ფორუმის შესახებ:http://maritimegeorgia.ge/
