საერთაშორისო საზღვაო საწვრთვნელი ცენტრის ინსტრუქტორების „ტრენერთა ტრეინინგი (TOT)“ 07.12.2020
8 დეკემბერი 2020


ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო საზღვაო საწვრთვნელი ცენტრის ინსტრუქტორები „ტრენერთა ტრეინინგს (TOT)“ გადიან. ტრეინინგი IMO მოდელ კურსი 6.09-ს შესაბამისად არის შედგენილი.

ტრეინინგი საერთაშორისო საზღვაო ლექტორთა ასოციაციის (IMLA) თავმჯდომარემ Jin, YongXing-მა გახსნა. მან ხაზი გაუსვა ბნსუ-ს და საერთაშორისო საზღვაო ლექტორთა ასოციაციის თანამშრომლობის მნიშვნელობას. მიულოცა ტრეინინგის დაწყება მონაწილეებსა და ორგანიზატორებს, ასევე, იმედი გამოთქვა სამომავლოდ მსგავსი საერთო ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების შესახებ.

ტრეინინგის მონაწილეებს ასევე, მიმართა ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა პარმენ ხვედელიძემ. რექტორმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო საზღვაო ლექტორთა ასოციაციასა (IMLA) და შანხაის საზღვაო უნივერსიტეტს თანამშრომლობისთვის და მონაწილეებს ტრეინინგის წარმატებით დასრულება უსურვა.

ტრეინინგი 2020 წლის 7 დეკემბერს დაიწყო და 21 დეკემბერს დასრულდება. ის ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერისტეტის, საერთაშორისო საზღვაო ლექტორთა ასოციაციისა (IMLA) და შანხაის საზღვაო უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობით იმართება.

ტრეინინგის მონაწილლებს ტრეინინგის დასრულების შემდეგ გადაეცემათ სერტიფიკატები.