სიახლეები უკან

საერთაშორისო საზღვაო უნივერსიტეტების ლექტორთა ასოციაციის კონფერენცია

23 სექტემბერი 2019

 

71188316_2941093929234508_9179325214499012608_n.jpg

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორები საერთაშორისო საზღვაო უნივერსიტეტების ლექტორთა ასოციაციის რიგით 26-ე კონფერენციას დაესწრნენ.

შეხვედრაზე მონაწილეებმა ერთმანეთს საზღვაო სფეროში არსებული მიღწევები, პროფესიული გამოცდილება და გამოწვევები გაუზიარეს. განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო იაპონელ მეზღვაურთა ჯგუფის (Hato-Kai) ფოტო-გამოფენა სახელწოდებით: "Beyond the Horizon". წარმოადგინეს მეზღვაურთა მიერ გადაღებული ფოტოები.

საერთაშორისო საზღვაო ლექტორების ასოციაცია - IMLA - აერთიანებს საზღვაო ლექტორებს მსოფლიო მასშტაბით.

საერთაშორისო საზღვაო უნივერსიტეტების ლექტორთა ასოციაციის კონფერენცია ბათუმის საზღვაო აკადემიის ორგანიზებით გაიმართა.