საერთაშორისო სიმპოზიუმში „შავი ზღვის საზღვაო ისტორია“ 31.08.2021

2021 წლის 31 აგვისტოს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორებმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სიმპოზიუმში „შავი ზღვის საზღვაო ისტორია“ (International Symposium on The Black Sea Maritime History).
სიმპოზიუმზე მოხსენება წარსდგა ბნსუ-ს სოციალურ და ჰუმანიტარ მეცნიერებათა კათედრის გამგეპროფესორი ნაირა ტაბიძე და ბნსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი ასოცირებული პროფესორი გიორგი გაბედავა.
პროფესორებმა სიმპოზიუმის ფარგლებში მოამზადეს და წარადგინეს ნაშრომი „ძმები ნობელების კავშირი აჭარასთან და ნავთობის განვითარებასთან“ („The Connection of the Nobel Brothers with Adjara Region and the Development of Oil Industry”). მოხსენებამ დიდი ინტერესეი გამოიწვია სიმპოზიუმის მონაწილეებს შორის. ასევე, გაიმართა კითხვა პასუხის ფორმატი.
ასევე, პროფეოსორი ნაირა ტაბიძე გახლდათ სიმპოზიუმის სამეცნიერო ბორდის წევრი, ხოლო ასოცირებული პროფესორი გიორგი გაბედავა იყო სიმპოზიუმის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი.
სიმპოზიუმი პირი რეისის უნივერსიტეტის (თურქეთი) მიერ იყო ორგანიზებული და მასში სხვადასხვა უსდ-ების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

