საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსის ვიზიტი კლაიპედას უნივერსიტეტში
5 მარტი 2022
2022 წლის 21 – 25 თებერვალს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი გიორგი გაბედავა სამუშაო ვიზტით კლაიპედას უნივერსიტეტში, ლიეტუვა იმყოფება.
ვიზიტის მიზანია საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერება და სამომავლო თანამშრომლობის გზების დასახვა.
ვიზიტის ფარგლებში სამსახურის უფროსი შეხვდა კლაიპედას უნივერსიტეტის საზღვაო ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს ვიქტორ შენცილას და საზღვაო საინჟინერო დეპარტამენტის უფროსს რიმა მიკცევიჩიენეს. მხარეებმა ისაუბრეს თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებზე და დასახეს თანამშრომლობის ახალი მიმართულებები.
ასევე, სამსახურის უფროსმა შეხვედრა გამართა კლაიპედას უნივერსიტეტის Erasmus+ ინსტიტუციური კოორდინატორთან, სწავლების ინტერნაციონალიზაციის უფროს სპეციალისტ იელენა ბოგატოვასთან. კოლეგებმა ისაუბრეს სამომავლო გაცვლით პროგრამებზე და შესაძლებლობებზე.
შეხვედრის ფარგლებში პროფესორი გიორგი გაბედავა კლაიპედას უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ჩაატარებს პროფესიულ ლექციასა და ღია ლექციას საქართველოს ლოგისტიკის პოტენციალის შესახებ.
აღნიშული ვიზიტი ERASMUS+ საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ხორციელდება.
