სიახლეები უკან

საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსის ვიზიტი ლიეტუვას საზღვაო აკადემიაში

5 მარტი 2022
2022 წლის 23 თებერვალს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი გიორგი გაბედავა სამუშაო ვიზიტით ეწვია ლიეტუვას საზღვაო აკადემიას.   სამსახურის უფროსმა შეხვედრები გამართა ლიეტუვას საზღვაო აკადემიის რექტორის მოადგილესთან - რიმა მიკიენე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსთან - სიმონა ბრიდიენე და ლიეტუვას საზღვაო აკადემიის პარტნიორი ორგანიზაციის საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელთან - ვირჯინიუს ჯაკსტისი.   შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს ბნსუ-სა და ლიეტუვას საზღვაო აკადემიას შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებასა და პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშემწყობი ღონისძიებების დაგეგმვაზე.   ასევე, შეხვედრაზე განხილულ იქნა საკითხი ლიეტუვას საზღვაო აკადემიისა და ბნსუ-ს საბიბლიოთეკო რესურსების ერთმანეთთან გაზიარების თაობაზე.   საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელმა - ვირჯინიუს ჯაკსტისმა წარმოადგინა საზღვაო ნავსადგურების მართვის სიმულატორი, რომელიც მნიშნვნელოვანია ლოგისტიკის, ეკონომიკის, მენეჯმენტის მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების პრაქტიკული კომპონენტის შესასრულებლად. მხარეებმა შეთანხმდენე აღნიშნულ სიმულატორთან მიმართებით თანამშრომლობის გზებზე. სამომავლოდ ბნსუ უზრუნველყოფს სიმულატორის დანერგვას სასწავლო პროცესში.   შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი გაბედავამ დაათვარიელა ლიეტუვას საზღვაო აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ინფრასტრუქტურა.