სიახლეები უკან

საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსის ვიზიტი პირი რეისის უნივერსიტეტში

15 მარტი 2022

2022 წლის 15 მარტს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი ასოცირებული პროფესორი გიორგი გაბედავა სამუშაო ვიზიტით პირი რეისის უნივერსიტეტს (თურქეთი) ეწვია.

სამსახურის უფროსი შეხვდა BSAMI-ის აღმასრულებელ მდივანს, პირი რეისის უნივერსიტეტის საზღვაო ბიზნესის მართვის დეპარტამენტის ასოცირებულ პროფესორს ტანერ ალბაიარაკს.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა იმსჯელეს არსებული თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინტენაციონალიზაციის გაძლიერებაზე უნივერსიტეტებს შორის.

ასევე, საუბარი შეეხო პროფესიული საგანმანათლეობლო პროგრამების ინტერნაციონალიზაციას და დაიგეგმა შესაბამისი ღონისძიებები.

შეხვედრის დასრულების შემდგომ სამსახურის უფროსმა დაათვალიერა უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.

პირი რეისის უნივერსიტეტი ბნსუ-ს პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა.