სიახლეები უკან

საგანმანათლებლო პროექტი „პროფესიების არჩევის პროგრამა"

12 დეკემბერი 2019

 tvitwevr.jpg

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი საგანმანათლებლო პროექტში ჩაერთო. განათლების ფორუმი "პროფესიების არჩევის პროგრამა" მიმდინარე წლის 8 დეკემბერს ხულოში ჩატარდა. 

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ნათია მიქელთაძემ და სტუდენტური თვითმართველობის თავმჯდომარემ ენრიკე ინწკირველმა ღონისძიების მონაწილეებს გააცნეს ბნსუ-ს საგანმანათლებლო პროგრამები.

მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ გასაუბრებოდნენ ბნსუ-ს წარმომადგენლებს და მოესმინათ დეტალური ინფორმაცია სხვადასხვა სპეციალობების შესახებ.

„პროფესიების არჩევის პროგრამას" არასამთავრობო ორგანიზაცია „საორსა“ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.