სიახლეები უკან

საგანმანათლებლო პროცესის მონიტორინგის შედეგების განხილვა

3 ოქტომბერი 2025

2025 წლის 3 ოქტომბერს, ბნუ-ში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის საგანმანათლებლო პროცესის მონიტორინგის შედეგების განხილვის მიზნით.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ლექციების მონიტორინგის ერთიანი სქემის ფარგლებში მიღებული შეფასებები და გამოვლენილი ტენდენციები. მონაწილეებს გაეცნოთ შეფასების ასპექტები, პერიოდულობა და გამოყენებული კრიტერიუმები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მიღებულ შედეგებზე რეაგირების მექანიზმებს.

შეხვედრამ ხელი შეუწყო სასწავლო პროცესის შეფასების გამჭვირვალობასა და ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებულ მიდგომას.