საგანმანათლებლო პროცესის მონიტორინგის შედეგების გაცნობა
2 მარტი 2026
2026 წლის 2 მარტს, ბნუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა. შეხვედრის ფარგლებში დამსწრეებს გაეცნოთ უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისა და სასწავლო პროცესის მართვის შიდა ელექტრონული სისტემის მონიტორინგის შედეგები.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო მონიტორინგის პროცესში გამოვლენილი ძირითადი მიგნებები და განხილული იქნა სისტემების შემდგომი გაუმჯობესების მიმართულებები.
ასევე გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები, რომლებიც მიზნად ისახავს აღნიშნული სისტემების გამართულ ფუნქციონირებასა და სასწავლო პროცესის ეფექტიან მართვას.
