სიახლეები უკან

საინფორმაციო შეხვედრა Erasmus+ შესახებ

18 ივნისი 2019
6.jpg  ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში Erasmus+ შესახებ პირველი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. სტუდენტებსა და აკადემიურ-ადმინისტრაციულ პერსონალს ევროკავშირის პროექტში მონაწილეობის ძირითადი მოთხოვნები და კრიტერიუმები გააცნეს. ხაზი გაესვა ERASMUS+ პროგრამის მნიშვნელობას უნივერსიტეტისთვის, სტუდენტებისთვის, აკადემიურ-ადმინისტრაციული პერსონალისთვის. შეხვედრაზე განიხილეს პროგრამა, საერთაშორისო კრედიტ მობილობა (International Credits Mobility). სტუდენტებისთვის შემუშავდა ERASMUS+ გზამკვლევი, რომლის პრეზენტაცია შეხვედრის ფარგლებში ბნსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი გაბედავამ წარადგინა. შეხვედრა ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა. ERASMUS+ პროგრამა გულისხმობს ბაკალავრების, მაგისტრანტების, დოქტორანტების, პოსტ-დოქტორანტებისა და აკადემიურ/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას ევროპული ქვეყნების სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.