სიახლეები უკან

საინფორმაციო შეხვედრა აკადემიური და ფაკულტეტის საბჭოების როლისა და უფლებამოსილებების შესახებ

5 მარტი 2025

2025 წლის 5 მარტს, ბნსუ-ში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებისთვის, რომლის მიზანი იყო აკადემიური და ფაკულტეტის საბჭოების როლის, ფუნქციებისა და უფლებამოსილებების გაცნობა.

შეხვედრის ფარგლებში დეტალურად განიმარტა საბჭოების შემადგენლობის ფორმირების ახალი წესი, რომელიც ეფუძნება პირდაპირ, თავისუფალ და თანასწორ არჩევნებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტუდენტთა წარმომადგენლობის მნიშვნელობას მმართველობით პროცესებში. განხილულ იქნა საბჭოების გადაწყვეტილების მიღების მექანიზმები და მათი გავლენა საგანმანათლებლო პროცესზე. სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია ინტერესთა კონფლიქტის პრინციპებისა და მათი დაცვის მნიშვნელობის შესახებ.

შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა და მოიცავდა კითხვა-პასუხის სესიას.