საინფორმაციო შეხვედრა აკადემიური და ფაკულტეტის საბჭოების როლისა და უფლებამოსილებების შესახებ
2026 წლის 6 მარტს, ბნუ-ში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც ფაკულტეტის დეკანი უძღვებოდა. შეხვედრა განკუთვნილი იყო ბნუ-ს პირველკურსელი სტუდენტებისთვის და მობილობით გადმოსული სტუდენტებისთვის.
შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია უნივერსიტეტის მართვის სტრუქტურის შესახებ, კერძოდ – აკადემიური საბჭოსა და ფაკულტეტის საბჭოს როლის, ფუნქციებისა და უფლებამოსილებების შესახებ. დეკანმა სტუდენტებს განუმარტა აღნიშნული ორგანოების მნიშვნელობა უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროცესის მართვაში, გადაწყვეტილებების მიღებაში და აკადემიური გარემოს განვითარებაში.
შეხვედრა ასევე მიზნად ისახავდა სტუდენტების უკეთ ინფორმირებას უნივერსიტეტის შიდა მართვის მექანიზმების შესახებ და მათი ჩართულობის გაზრდას აკადემიურ ცხოვრებაში.
