საინფორმაციო შეხვედრა აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის
2026 წლის 20 მარტს, ბნუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო სტუდენტების მიერ სასწავლო კურსის განმახორციელებლების შეფასების შედეგებისა და აკადემიური და მოწვეული პერსონალის კმაყოფილებისა და საჭიროებების კვლევის გაცნობა.
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ჩატარებული კვლევების შედეგად გამოვლენილი ძირითადი საჭიროებები და ის მიმართულებები, რომლებიც საჭიროებს შემდგომ განვითარებასა და გაუმჯობესებას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკუკავშირის მნიშვნელობას, რაც ხელს უწყობს საგანმანათლებლო პროცესის ხარისხის ამაღლებასა და უნივერსიტეტში სწავლებისა და სწავლების გარემოს გაუმჯობესებას.
