საინფორმაციო შეხვედრა აკადემიური ეთიკის კომისიის საქმიანობისა და პროცედურების შესახებ
11 დეკემბერი 2025
2025 წლის 11 დეკემბერს, ბნუ-ში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებისა და პერსონალისთვის აკადემიური ეთიკის კომისიის საქმიანობის შესახებ.
შეხვედრაზე განიმარტა დარღვევების განხილვის პროცედურები, მხარეთა უფლებები და ვალდებულებები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპს და პროცესის გამჭვირვალობას. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია კომისიის დასკვნების მომზადებისა და გადაწყვეტილებების მიღების წესებზე.
შეხვედრამ ხელი შეუწყო ინსტიტუციური მექანიზმების მიმართ ნდობის გაძლიერებას.
