საინფორმაციო შეხვედრა აკადემიური ეთიკის კომისიის საქმიანობისა და პროცედურების შესახებ
2026 წლის 15 მაისს, ბნუ-ს იურისტმა, ნინო გობაძემ, გამართა საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის თემაზე – „აკადემიური ეთიკის კომისიის საქმიანობა და პროცედურები“.
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა უნივერსიტეტში მოქმედი აკადემიური ეთიკის კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპები, აკადემიური კეთილსინდისიერების სტანდარტები, აკადემიური ეთიკის კომისიის საქმიანობის მიზნები, უფლებამოსილება და მუშაობის პროცედურული საკითხები, როგორიცაა დარღვევების განხილვის პროცედურები და გადაწყვეტილების მიღების წესები.
მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები ხელს უწყობს უნივერსიტეტში აკადემიური ეთიკის განმტკიცებას, აკადემიური პასუხისმგებლობის ამაღლებასა და გამჭვირვალე, სამართლიანი საგანმანათლებლო გარემოს განვითარებას.
