საინფორმაციო შეხვედრა აკადემიური ეთიკისა და კეთილსინდისიერების სტანდარტების შესახებ
2026 წლის 10 მარტს, ბნუ-ში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის, რომელიც შეეხებოდა აკადემიური ეთიკისა და კეთილსინდისიერების სტანდარტებს.
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა აკადემიური კეთილსინდისიერების ძირითადი პრინციპები, მათ შორის პლაგიატის თავიდან აცილების მნიშვნელობა, სამართლიანი შეფასების პრინციპები და ეთიკური ნორმების დაცვა სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობაში.
შეხვედრის მიზანი იყო უნივერსიტეტში აკადემიური ეთიკის კულტურის გაძლიერება, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის ცნობიერების ამაღლება და სწავლა-სწავლების პროცესში კეთილსინდისიერი პრაქტიკის მხარდაჭერა.
