სიახლეები უკან

საინფორმაციო შეხვედრა აკადემიური საბჭოსა და ფაკულტეტის საბჭოს ფუნქციონირების შესახებ

27 თებერვალი 2026

2026 წლის 27 თებერვალს, ბნუ-ში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის, რომელიც დაეთმო აკადემიური საბჭოსა და ფაკულტეტის საბჭოს ფუნქციონირების საკითხებს.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს უნივერსიტეტის მართვის სტრუქტურაში აკადემიური საბჭოსა და ფაკულტეტის საბჭოს როლი, მათი უფლებამოსილებები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აკადემიური გადაწყვეტილებების მიღების პროცესს, საბჭოების ფუნქციურ დატვირთვასა და პერსონალის ჩართულობის მნიშვნელობას უნივერსიტეტის განვითარების პროცესში.

აღნიშნული შეხვედრა მიზნად ისახავდა აკადემიური და მოწვეული პერსონალის ინფორმირებას უნივერსიტეტის მმართველობითი ორგანოების მუშაობის პრინციპებისა და მათ საქმიანობაში ჩართულობის შესაძლებლობების შესახებ.