სიახლეები უკან

საინფორმაციო შეხვედრა არჩევნების საერთაშორიო დღესთან დაკავშირებით

5 თებერვალი 2026

2026 წლის 5 თებერვალს, ბნუ-ს სტუდენტები დაესწრნენ არჩევნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ საინფორმაციო შეხვედრას, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ორგანიზებით გაიმართა.

შეხვედრას უძღვებოდა უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, პარმენ ჯალაღანია, რომელმაც საქართველოსა და სხვა ქვეყნების საარჩევნო გამოცდილებაზე, არჩევნების ისტორიასა და ტექნოლოგიურ სიახლეებზე ისაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა, რა დროსაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცათ, მიეღოთ ინფორმაცია საარჩევნო პროცესების, დემოკრატიული პრინციპებისა და მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ. ღონისძიების მიზანი ახალგაზრდებში საარჩევნო ცნობიერების ამაღლება და სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობა იყო.

არჩევნების საერთაშორისო დღე, ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაციის ინიციატივით, 2005 წლიდან თებერვლის პირველ კვირაში აღინიშნება.