სიახლეები უკან

საინფორმაციო შეხვედრა ბიბლიოთეკის შესახებ

31 ოქტომბერი 2024

2024 წლის 24-30 ოქტომბერს, ბნსუ-ს ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრა უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტებისა და ახალი მიღების პროფესიული სტუდენტებისათვის.

შეხვედრაზე სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია ბიბლიოთეკით სარგებლობის წესის, საბიბლიოთეკო სერვისებისა და ლიტერატურის ძიების მექანიზმების შესახებ. ასევე განიხილეს უნივერსიტეტის სივრცეში არსებული ღია წვდომის სამეცნიერო ბაზების შინაარსი და გამოყენების შესაძლებლობები.

მსგავსი საინფორმაციო შეხვედრა ყოველ სემესტრში იმართება და მიზნად ისახავს ბიბლიოთეკისა და მისი სერვისების პოპულარიზაციას.