საინფორმაციო შეხვედრა ბიზნესის უწყვეტობის პოლიტიკის შესახებ
2025 წლის 19 ივნისს, ბნუ-ში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებისა და პერსონალისთვის, რომელიც მიეძღვნა ახალ დოკუმენტს – „ბიზნესის უწყვეტობის უზრუნველყოფა და მართვა“.
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ბიზნესის უწყვეტობის მნიშვნელობა ბნუ-ს ინსტიტუციური მდგრადობისა და სტაბილური ფუნქციონირებისათვის. მონაწილეებს გაეცნოთ ბიზნესის უწყვეტობის ძირითადი კომპონენტები, მათ შორის IT სისტემებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება და ინფორმაციული უსაფრთხოება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კრიზისული სიტუაციების პრევენციის საკითხებს.
შეხვედრამ ხელი შეუწყო ცნობიერების ამაღლებას და პროცესების უკეთ გააზრებას.
