საინფორმაციო შეხვედრა ბიზნესის უწყვეტობის უზრუნველყოფასა და მართვაზე
2026 წლის 29 აპრილს, ბნუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა ბიზნესის უწყვეტობის უზრუნველყოფისა და მართვის ახალი დოკუმენტის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრას უნივერსიტეტის პერსონალი და სტუდენტები დაესწრნენ.
შეხვედრის ფარგლებში დეტალურად იქნა განხილული დოკუმენტის მიზნები, ძირითადი პრინციპები და ის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს ორგანიზაციის უწყვეტ ფუნქციონირებას სხვადასხვა რისკისა და საგანგებო სიტუაციების დროს. დამსწრეებს მიეწოდათ ინფორმაცია იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც აუცილებელია კრიზისული სიტუაციების ეფექტურად მართვისთვის.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაესვათ კითხვები და მიეღოთ ამომწურავი პასუხები.
ღონისძიების მიზანი იყო ცნობიერების ამაღლება და თანამშრომლებისა და სტუდენტების ჩართულობის გაძლიერება ბიზნესის უწყვეტობის პროცესებში, რაც ხელს შეუწყობს ორგანიზაციის მდგრადობასა და ეფექტიან ფუნქციონირებას.
