საინფორმაციო შეხვედრა ბნსუ-ში.
27 სექტემბერი 2017

2017 წლის 27 სექტემბერს, 13 საათზე, ,,თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ წარმომადგენლებმა, პროექტის ,,ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ აჭარაში“ ფარგლებში, გამართეს საინფორმაციო შეხვედრა ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებთან. შეხვედრაზე წარმოდგენილი და განხილული იყო თანამედროვე მასმედიისა და საზოგადოების ურთიერთქმედების ძალზე საინტერესო, ინფორმაციული და აქტუალური საკითხები. სტუდენტები აქტიურად ჩაერთნენ შეხვედრის მსვლელობაში, გაიმართა დისკუსია.
