სიახლეები უკან

საინფორმაციო შეხვედრა ბნუ-ში

8 მაისი 2026

2026 წლის 7 მაისს, ბნუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მთავარ თემას დაინტერესებულ მხარეთა გამოკითხვის მეთოდოლოგია და მიღებული შედეგების ანალიზი წარმოადგენდა.

დისკუსიაში ჩართული იყვნენ როგორც კვლევის განმახორციელებელი, ისე იმ სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები, რომლებიც მიღებულ მონაცემებს სამომავლო განვითარებისთვის იყენებენ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მაკორექტირებელ ღონისძიებათა გეგმების შემუშავებას.

შეხვედრამ ხაზი გაუსვა კვლევის შედეგების გადამწყვეტ როლს უნივერსიტეტის სტრატეგიული დაგეგმვისა და ინსტიტუციური გაძლიერების პროცესში.