სიახლეები უკან

საინფორმაციო შეხვედრა გაცვლითი პროგრამების შესახებ 01.06.2021

1 ივნისი 2021

195270022_170665831578537_1794790391797399365_n.png

2021 წლის 1 ივნისს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა გაცვლითი პროგრამების შესახებ.

შეხვედრის ფარგლებში მსენელებს მიეწოდა ინფორმაცია ბნსუ-ში არსებული გაცვლითი პროგრამების, როგორც ERASMU+ საერთაშორისო კრეიტ მობილობის, ასევე ERASMUS+გარე მობილობის შესახებ. მონაწილეები გაეცვნენ იმ შესაძლებლობებს, რასაც უნივერსიტეტი მათ სთავაზობს ამ მიმართულებით.

შეხვედრის ფარგლებში ასევე, განხილულ იქნა საკონკურსო პირობები, რომელთა გამოცხადებას ბნსუ აპირებს ახლო მომავალში სტუდენტთა და პერსონალი საერთაშორისო მობილობის განსახორციელებლად შემოდგომის სემესტრიდან.

შეხვედრის დასასრულ გაიმარტა კითხვა-პასუხის ფორმატი, სადაც მონაწილეებმა მიიღეს ამომწურავი პასუხები მათთვის საინტერესო ყველა კითვაზე.

შეხვედრა ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთოების სამსახურის მიერ იყო ორგანიზებული. აღნიშნული ტიპის შეხვედრებს ბნსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური პერიოდულად მართავს სტუდენტებისთვის და პერსონალისთვის.