სიახლეები უკან

საინფორმაციო შეხვედრა კადეტების პროგრამის შესახებ

31 ივლისი 2024

2024 წლის 29 ივლისს, ბნსუ-ს სტუდენტებისთვის კადეტების პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულ პროგრამას Bernard Schulte Shipmanagement (BSM) ბნსუ-ს სტუდენტებს სთავაზობს. 

შეხვედრა ბნსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა, გიორგი გაბედავამ ჩაატარა, რომელმაც სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია პროგრამის შესახებ. ასევე, ისაუბრა პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმებზე. 

შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარეობდა. 

ბნსუ BSM-თან 2021 წლიდან თანამშრომლობს.