საინფორმაციო შეხვედრა ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებთან დაკავშირებით
2026 წლის 19 მარტს, ბნუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრა უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და განმახორციელებელი პერსონალისთვის ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებთან დაკავშირებით.
შეხვედრის მიზანი იყო ინფორმირებულობის ამაღლება ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე მექანიზმების შესახებ, მიმდინარე პროცესებისა და ინსტრუმენტების გაცნობა, ასევე მათი აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებაში.
ბნუ აგრძელებს ხარისხის კულტურის განვითარებას და მსგავსი ტიპის შეხვედრებით ხელს უწყობს თანამშრომლების პროფესიულ ზრდასა და ინსტიტუციური პროცესების გამჭვირვალობას.
