საინფორმაციო შეხვედრა: ხელოვნური ინტელექტი და სწავლების ციფრული ინსტრუმენტები
28 მარტი 2025
2025 წლის 26 მარტს, ბნსუ-ს პერსონალისთვის გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, თემაზე: „ხელოვნური ინტელექტი და სწავლების ციფრული ინსტრუმენტები“. შეხვედრა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტმა, ქეთევან ბაუჟაძემ ჩაატარა.
მონაწილეები გაეცნენ თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების მიზანმიმართული გამოყენების მიზნებსა და შედეგებს. პრაქტიკული სესიის ფარგლებში, მათ თავად გამოცადეს ეფექტური მულტიმედიური მასალების შექმნის პროცესი.
