სიახლეები უკან

საინფორმაციო შეხვედრა მაგისტრანტებთან და აკადემიურ პერსონალთან

20 მაისი 2025

2025 წლის 20 მაისს, ბნსუ-ში გაიმართა შეხვედრა მაგისტრანტებთან და აკადემიურ პერსონალთან, რომლიც მიზნად ისახავდა სასწავლო და კვლევითი პროცესების მიმდინარეობის განხილვას.

შეხვედრების ფარგლებში ყურადღება დაეთმო სწავლების ხარისხს, კვლევითი საქმიანობის ორგანიზებასა და მაგისტრანტების აკადემიურ საჭიროებებს. მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა წარმოედგინათ საკუთარი მოსაზრებები და რეკომენდაციები არსებული პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით. შეხვედრა უზრუნველყოფდა ეფექტიან უკუკავშირს აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს შორის.

მიღებული მოსაზრებები გაანალიზდა და გამოყენებულ იქნა სასწავლო და კვლევითი პროცესების შემდგომი გაუმჯობესებისთვის.