საინფორმაციო შეხვედრა მოქმედ მეზღვაურებთან აკადემიური საქმიანობის შესაძლებლობების შესახებ
2025 წლის 4 ნოემბერს, ბნუ-ში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა მოქმედ მეზღვაურებთან, რომლებიც ეძღვნებოდა ბნუ-ს საგანმანათლებლო პროგრამებსა და აკადემიურ საქმიანობაში ჩართულობის შესაძლებლობებს.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია სასწავლო კურსების განხორციელების სპეციფიკისა და აკადემიური საქმიანობის მოთხოვნების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოქმედი მეზღვაურების პრაქტიკული გამოცდილების მნიშვნელობას სასწავლო პროცესში.
შეხვედრა მიზნად ისახავდა მეზღვაურების დაინტერესების ზრდას აკადემიური საქმიანობით. აღნიშნული აქტივობა ხელს უწყობს პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების გაძლიერებას.
