სიახლეები უკან

საინფორმაციო შეხვედრა პერსონალისთვის სტუდენტის სტატუსის მართვის პროცედურების შესახებ

10 მარტი 2026

2026 წლის 10 მარტს, ბნუ-ში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა უნივერსიტეტის პერსონალისთვის, რომლის მიზანი იყო სტუდენტის სტატუსის მართვასთან დაკავშირებული პროცედურების გაცნობა და მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული საკითხების განმარტება.

შეხვედრის ფარგლებში, ბნუ-ს იურისტმა, ნინო გობაძემ, დამსწრეებს გააცნო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა სტუდენტის სტატუსის შეჩერებისა და აღდგენის პროცედურები, მობილობის წესები, სტატუსის შეწყვეტის საფუძვლები, ასევე შესაბამისი ადმინისტრაციული მოთხოვნები და ვადები.

სტუდენტთა რეგისტრაციის, გამოცდების, შეფასებისა და მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელმა, ზურაბ ბაძაღუამ, ისაუბრა ელექტრონული ჟურნალის ძირითად ფუნქციებზე, მათ შორის, სასწავლო მასალების ნახვის, დავალებების გაგზავნის, მიღებული კრედიტების გადამოწმების, სილაბუსის გაცნობისა და მიღებული წერილებისა და შეტყობინებების ნახვის ინსტრუქციების შესახებ.

შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში გაიმართა და დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.