სიახლეები უკან

საინფორმაციო შეხვედრა პერსონალისთვის სტუდენტის სტატუსის მართვის სისტემის შესახებ

12 მარტი 2025

2025 წლის 12 მარტს, ბნსუ-ში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის სტუდენტის სტატუსის მართვის პროცესებთან დაკავშირებით.

შეხვედრებზე განხილული იყო სამართლებრივი აქტების გამოცემის ვადები, მონაცემთა სიზუსტისა და დროული ასახვის მნიშვნელობა შიდა და გარე ბაზებში. ყურადღება გამახვილდა სტრუქტურულ ერთეულებს შორის კოორდინაციის როლზე და პასუხისმგებლობების გადანაწილებაზემონაწილეებს გაეცნოთ მონიტორინგის მექანიზმები და კონტროლის პრაქტიკა.

აღნიშნულმა შეხვედრებმა ხელი შეუწყო პროცესების გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის გაზრდას.