სიახლეები უკან

საინფორმაციო შეხვედრა პლაგიატის საკითხებზე

10 ოქტომბერი 2025

2025 წლის 10 ოქტომბერს, ბნუ-ს ასისტენტ-პროფესორმა, თათია ცეცხლაძემ, პირველკურსელებისთვის ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრა პლაგიატის საკითხებზე.

შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტებისთვის ციტირების სწორი წესების, წყაროთა გამოყენების ეთიკური სტანდარტებისა და უნივერსიტეტის შიდა რეგულაციების გაცნობა, რომლებიც უზრუნველყოფს სამართლიანი და ხარისხზე ორიენტირებული აკადემიური გარემოს შენარჩუნებას.

მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს სტუდენტებში აკადემიური კეთილსინდისიერების კულტურის ჩამოყალიბებასა და მათ ცნობიერების ამაღლებას განათლების ხარისხის მნიშვნელობის შესახებ.