სიახლეები უკან

საინფორმაციო შეხვედრა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის დაფინანსებისა და წახალისების მექანიზმების შესახებ

8 დეკემბერი 2025

2025 წლის 8 დეკემბერს, ბნუ-ში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის განახლებული დებულების – „სამეცნიერო, კვლევითი საქმიანობის, შეფასებისა და წახალისების მარეგულირებელი დებულების“ შესახებ.

შეხვედრაზე განიმარტა შიდასაუნივერსიტეტო კონკურსები, დაფინანსების მიღების წესი და აკადემიური პერსონალის წახალისების მექანიზმები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საერთაშორისო სამეცნიერო აქტივობების დაფინანსებას 2026 წლისთვის.

შეხვედრამ ხელი შეუწყო კვლევითი საქმიანობის მიმართ მოტივაციის ზრდას. აღნიშნული მექანიზმები ქმნის სტაბილურ ფინანსურ საფუძველს კვლევითი განვითარებისათვის.