საინფორმაციო შეხვედრა შემოდგომის მიღების პროფესიულ სტუდენტებთან
19 ნოემბერი 2024
2024 წლის 18 ნოემბერს, ბნსუ-ს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემოდგომის მიღების პროფესიულ სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში, პროფესიული სტუდენტები გაეცნენ ბნსუ-ს საგანმანათლებლო პროგრამებს, სწავლის პროცესს და დასაქმების შესაძლებლობებს; შეხვდნენ სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს. გარდა ამისა, მათ მიეწოდათ ინფორმაცია ხარისხის უზრუნველყოფის, სტუდენტური სერვისების, უსაფრთხოებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართებით.
ბნსუ-ს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
