სიახლეები უკან

საინფორმაციო შეხვედრა შინაგანაწესის ცვლილებებთან დაკავშირებით

11 სექტემბერი 2026

2026 წლის 11 სექტემბერს, ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტში (ბნუ) აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრის მიზანი თანამშრომლებისთვის უნივერსიტეტის შინაგანაწესში განხორციელებული ცვლილებების გაცნობა იყო.

შეხვედრაზე უნივერსიტეტის იურისტმა პერსონალს დეტალურად გააცნო სიახლეები შემდეგი მიმართულებებით:

  • თანამშრომელთა შრომითი უფლებები;
  • შრომითი ხელშეკრულების ვადების სპეციფიკური მოთხოვნები;
  • საავადმყოფო ფურცლით სარგებლობისა და ანაზღაურების წესები;
  • ზეგანაკვეთური სამუშაოს აღრიცხვისა და ანაზღაურების წესი;
  • სტაჟირების მარეგულირებელი წესები.

ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. თანამშრომლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია და კონსულტაცია მიეღოთ.