საინფორმაციო შეხვედრა სკოლის მოსწავლეებთან
7 თებერვალი 2026
2026 წლის 6 თებერვალს, ბნუ-ს განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეები სტუმრობდნენ.
შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ უნივერსიტეტის უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, სერვისებსა და არსებულ შესაძლებლობებს, დაათვალიერეს თანამედროვე სასწავლო გარემო, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და პრაქტიკულად გამოსცადეს გემის მართვის ტექნოლოგიები
მსგავსი ვიზიტები წარმოადგენს პროფესიული ორიენტაციის პროცესის მნიშვნელოვან კომპონენტს და ხელს უწყობს მოსწავლეებისთვის სამომავლო საგანმანათლებლო და კარიერული გზის გააზრებულ დაგეგმვას.
