სიახლეები უკან

საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებისთვის აკადემიური და ფაკულტეტის საბჭოების როლისა და უფლებამოსილებების შესახებ

6 მარტი 2026

2026 წლის 6 მარტს, ბნუ-ში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებისთვის, რომელსაც ფაკულტეტის დეკანი უძღვებოდა.

შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია უნივერსიტეტის მართვის სტრუქტურის შესახებ, კერძოდ – აკადემიური საბჭოსა და ფაკულტეტის საბჭოს როლის, ფუნქციებისა და უფლებამოსილებების შესახებ. დეკანმა სტუდენტებს განუმარტა აღნიშნული ორგანოების მნიშვნელობა უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროცესის მართვაში, გადაწყვეტილებების მიღებაში და აკადემიური გარემოს განვითარებაში.

შეხვედრა ასევე მიზნად ისახავდა სტუდენტების უკეთ ინფორმირებას უნივერსიტეტის შიდა მართვის მექანიზმების შესახებ და მათი ჩართულობის გაზრდას აკადემიურ ცხოვრებაში.